კომპიუტერული სერვის IT ქუთაისი, არის პროფესიული სერვისის კომპანია, რომელიც გთავაზობთ კომპიუტერულ მომსახურებებს თქვენს სახლებსა და ოფისებში. 

როდესაც თქვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა არ მუშაობს სათანადოდ, გჭირდებათ რაიმე პროგრამის ინსტალაცია, შიდა ქსელის თუ ინტერნეტთან კავშირის გამართვა, პრინტერის ან სხვა პერიფერიული მოწყობილობის მიერთება, დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილის შეცვლა, ან სხვა კომპიუტერული სერვისები, დაგვიკავშირდით და ჩვენი IT სპეციალისტები მოვლენ თქვენთან და ადგილზე გაგიწევენ სწრაფ და პროფესიონალურ მომსახურებას. 

მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი კომპანიის რომელი სერვისითაც არ უნდა ისარგებლოთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ IT ქუთაის-ის გუნდის თითოეული წევრი ეცდება გააკეთოს მაქსიმუმი თქვენი კმაყოფილებისთვის, რადგან ყოველი შესრულებული სამუშაოს უკან დგას მთლიანად ჩვენი კომპანიის სახელი და იმიჯი.

ჩვენ, კლიენტებს ვთავაზობთ ადგილზე მომსახურებას, რაც აძლევს მათ საშუალებას არ დაკარგონ დრო ტექნიკის სერვის ცენტრში მოტანაში (რაც ასევე დაკავშირებულია ხარჯებთანაც). ჩვენი პორტაბელური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ადგილზე გაეწიოს კლიენტს ყველა ძირითადი მომსახურება.